ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო , დეტალურად გავიარეთ სასწავლო პროცედურები აქტივობების და შეფასებების სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით. მოვამზადეთ შეფასების განსხვავებული ფორმები.
ჩემი აზრით, დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო, რადგან ვისწავლეთ როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ ბლოგზე სლაიდ სოუ, როგორ უნდა ავტვირთოთ ვიდეოები იუთუბიდან, ვისწავლეთ სლაიდ შოუს ატვირთვა დისკზე. შევქმენით ელექტრონული კითხვარი.
გამოვაქვეყნეთ შექმნილი პორტფოლიო , გავეცანით როგორ მოვიძიოთ სხვადასხვა ტიპის რესურსები და როგორ შევქმნათ ამ მოდელების გამოყენებით საკუთარი რესურსები. ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარები ინგლისური ენის სწავლების პროცესში ძალიან ეფექტურად შემიძლია გამოვიყენო. მადლობა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ყველა კოლეგას და განსაკუთრებული მადლობა ტრენერს- ნინო კაჟაშვილს.
Comments
Post a Comment